ჟურნალმა „People" მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონების სია გამოაქვეყნა. ამ სიაში პირველად მოხვდა კანადელი მსახიობი ჯესიკა პერი, რომელიც პოპულარული გახდა ამერიკულ ტელესერიალ „შეშლილებში" შესრულებული როლის შემდეგ. ის პირველი კანადელია, რომელიც „„People"-ის გამოკითხვის მიხედვით ყველაზე სექსუალურ ქალბატონთა სიაში აღმოჩნდა. ულამაზესი ქალბატონის ტიტული კი მომღერალმა და მსახიობმა ბიონსემ მოიპოვა. ახალბედა დედა საკუთარ სილამაზეს ქალიშვილისა და მეუღლის დამსახურებად თვლის: „მე თავს ყველაზე ლამაზად ვგრძნობ მას შემდეგ, რაც შვილი შემეძინა. არასოდეს მიგრძვნია თავი ასე კომფორტულად, თითქოს ჩემი ცხოვრების მიზანი ვიპოვე", აცხადებს მომღერალი ჟურნალ „People"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. სიის სათავეში მოექცნენ ჯულია რობერტსი და ნიკოლ კიდმანი. ჯულია უკვე მე-13-ჯერ დასახელდა ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად, ხოლო ნიკოლი-მეათედ. „People"-მა ასევე გამოაქვეყნა 178 ცნობილი სახეების რეიტინგი, რომლის სათავეშიც მოექცნენ დევიდ ბექჰემი, ბლეიკ შელტონი, აშტონ კუჩერი და ბრედლი კუპერი.
|