წვიმს.ლამპიონებითაა განათებული მთელი ქუჩა. ქუჩაზე არაა ბევრი ხალხი, მაგრამ სითბო ისახება. ბევრს არ უყვარს წვიმა და მათი გული და გარემოც ითხოვენ მზეს, მაგრამ…წვიმს.
ვხედავ,რომ ზის… თან წვიმა სასტიკად ასველებს და არ ინძრევა, ვისკის ბოთლი აქვს ჩახუტებული და მთლიანად ითბობს თავის სხეულს. თბილი გული უთბობს მის ხელებს და გეგონება … საერთოდ არ სცივაო. ეხება ნელ–ნელა წვიმის წვეთებს და მთავარი ისაა,რომ გრძნობს მათ. იმ სტიმულით უყურებს,რომ იცის,რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. იცის და ხვდება,რომ არაა მარტო. ელოდება. ელოდება,რომ წაიყვანს ალბათ უსასრულობაში… და კარები მოჯახუნდება მხოლოდ მათთვის. თავს მაღლა წევს, უყურებს ვარსკვლავებს და ეღიმება… მცირედ უთბება გული.
რა ცუდია წვიმას,რომ არ შეუძლია ოცნებების ასრულება. რამდენს ეყვარებოდა წვიმა…
წვიმა ყველაზე კარგია. ყველაზე თბილია, ყველაზე მსუბუქია და არც ისე დიდად რომანტიული როგორც ხალხი აღიქვავს მას. წვიმა უყვარს იმას, ვინც გრძნობს მას.
ამ ბოლო დროს მივხვდი,რომ როდესაც ადამიანს კარგავ, მაშინ ხვდები ნამლდვილად მის ფასს, ზოგჯერ ან უფრო კარგად უყურებ ან უფრო ცუდად და ან საერთოდ მით უფრო გძულდება. აქ, საითაც არ უნდა გაიხედო ყველგან სისასტიკეს დაინახავ, უაზროდ მობოდიალე ადამიანებს, სინაცრისფერეს, სიშავეს…
გრძნობა იცი რა არის? გრძნობა არის დრო, დრო ოღონდ უსასრულობამდე.
ვარსკვლავმა გადაწყვიტა ცას დამშვიდობებოდა და რაღაც ადრენალინის შიშით ჩამოეშვა დაბლა… ნეტა სად დაეცა, ალბათ ქუჩის კუთხეში.