ალბათ ყველას გახსოვთ რამდნეიმე წლის წინ Rihanna-სა და Chris Brown-ის სკანდალური დაშორება. რეპერმა ბარბადოსელ შემსრულებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მას რირისთან მიახლოვებაც კი აეკრძალა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი დაშორების შემდეგ რირის ხან ვისთან აბრალებდნენ რომანს ხან ვისთან, იყო დრო როცა მას ლესბოსელობასაც აბრალებდნენ, თუმცა Rihanna რეალურად ამ დროის მანძილზე მარტო იყო. დრო გავიდა და როგორც ჩანს წყვილმა ძველი ცოდვების დავიწყება გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ გამართულ MTV VMA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე Fenty-მ არამხოლოდ შეცვლილი ვარცხნილობით მიიქცია ყურადღე
ბა, არამედ Chris Brown-თან ვნებიანი კოცნითაც დაგვამახსოვრა თავი.
სწორედ ამ მომენტიდან ხელახლა აგორდა ჭორები მათი შერიგებისა და რომანის შესახებს. ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ Chris-მა ისეთივე ტატუ გაიკეთა, როგორიც Rihanna-ს აქვს. თანაც ვარსკვლავებს გვერდით ქალის სახეც მიამატა, რომელიც ნამდვილად მოგაგონებთ Fenty-ს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა წყვილს ისევ ერთად.