რამდენიც გინდა გაანათლე, შტერი _ შტერია! რამდენიც გინდა მიუტევე, მტერი _ მტერია! რამდენიც გინდა გადაწმინდე, მტვერი _ მტვერია! კიდევ კარგი, რომ მშვენიერი, როგორც არ უნდა გშურდეს მისი _ მშვენიერია
მომბეზრდა ყველაფერი ... ავიღებ თოკს , ვიპოვი ჯოხს , წავალ და გავაკეთებ საქანელას ... ვიკატავებ მთელი დღეეეე
თუ სიყვარულში აღარ მაქ ბედი რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი.თუ სიყვარულმა ტანჯვა მოიტანა ჩემმა დაბ ადებამ შენ რა მოგიტანა
ღმერთს არ ვთხოვ არც ფულს, არც პოპულარობას, ვთხოვ, რომ უბრალოდ ჩემი დედის გული მუდამ ცემდეს
ბიჭი და გოგო დაშორდნენ .. რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭი გოგოს წერს:ბიჭი-როგორ ხარ?! ისევ პრინცის მოლოდინშიხარ ალბათ !!! (ცინიკურად) გოგო არააა!!! მე და ჩემი მეუღლე პრინცესას ველოდებით)))♥
წესიერად აღზრდილი გოგონა არასოდეს დასდევს ყმაწვილებს — განა ვინმეს უნახავს, რომ ხაფანგი თაგვებს დასდევდეს?
ახლა ისეთ ხასიათზე ვარ ჯოჯოხეთში რომ გამიშვან ლუციფერი პირჯვარს გადაიწერს"
ფეისბუქის გაუქმებაზე ისეთი ამბავი ატეხეს კინაღამ ოდნოს ადმინისტრაციას გული დაწყდა
როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და ვხედავ მოშიმშილე ბავშვებს, თვალებიდან ცრემლები მომდის, მეც მინდა ისეთივე გამხდარი ვიყო.
ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ: ვიდრე არ წარმოგითქვამს იგი, მისი ბატონი ხარ; ხოლო როცა წარმოთქვამ, იგია შენი ბატონი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში შრომობენ და არსებობენ ადამიანები ,რომლებიც მთელ დღეს ოცნებაში ატარებენ. მაგრამ არსებობს ადამიანთა მესამე კატეგორიაც. მასში შედიან ადამიანები, რომლებიც დღის დასაწყისში ერთ საათს მაინც უთმობენ ოცნებას და ამის შემდეგ იწყებენ შრომას, რომ ეს ოცნებები აისრულონ .
როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს.
მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დამივიწყო. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი
შედარებები მე ჩემთვის - ამოუცნობი ობიექტი, რომელმაც ჯერ ვერ გაიგო რა უნდა შენთვის - სიახლეების ავტორი დედაჩემისთვის - მთელი ცხოვრების საუნჯე მამაჩემისთვის - უცნაური შვილი ჩემი ძაღლისთვის - არაჩვეულებრივი საგანი დილით მასზე სახტუნაოდ ბებიაჩემისთვის - გაჩხიკინებული საწყალი ბავშვი ჩემი მასწავლებლისთვის - სამაგალითო მოსწავლე მაღაზიის გამყიდველისთვის - ყულაბა მტრედისთვის - გადარეული არსება
ისევ ბავშვობა
თქვენც გყავდათ სათამაშო, რომელსაც თქვენთან ერთად ეძინა! თქვენც ემალებოდით ბებიას როცა საჭმელად გეძახდათ! თქვენც ყიდულობდით ჩუმად სასუსნავებს, ისე რომ მშობლებს ვერ გაეგოთ! თქვენც გიჟდებოდი ნუკაბაძიზე! თქვენც გინდოდათ, რომ ტომ და ჯერიში ერთხელ მაინც ტომს მოეგო! თქვენც იმალებოდით კარის უკან ან ლოგინის ქვეშ და ვინმეს გულს უხეთქავდით! თქვენც ვერ იტანდით იმ მომენტს, როცა სკოლიდან თეატრიში უნდა წასულიყავით! თქვენც თამაშობდით წრეში ბურთს და ბიჭები სულ გარეთ იყვნენ! თქვენც იგონებდით რეცეპტებს და აკეთებდით მთელი გულით! თქვენც ურევდით სოდას და ძმარს და თავი ლაბორატორიაში გეგონათ!
ცხოვრებისეული მომენტები
მომენტი როდესაც იხედები ცაში და ცდილობ შეხედო მზეს ,მაგრამ მაინც გეხუჭება თვალები ..:)
ის მომენტი,როდესაც ვინმეს ელოდები და მოუსვენრობა გტანჯავს. :)
შენს ცხოვრებაში ყოველთვის არის ის მომენტი, როდესაც გგონია რომ მარტო ხარ = ))
მომენტი როდესაც სევდიან ფილმს უყურებ ვინმესთან ერთდ და გეტირება, მაგრამ ცდილობ ცრემლი ისე მოიწმინდო რომ არ შეგამჩნიოს ... = )
მომენტი როდესაც რაიმე მოგწონს და გინდა იყიდო მაგრამ ხედავ რომ ყველას ეგ აცვია და ნერვები გეშლება . . :):)
ის მომენტი როდესაც შენი ინტერნეტი ცუდად მუშაობს :(:((:
მომენტი როდესაც რამე სისულელეს იტყვი დაუფიქრებლათ და შენი მეგობრები სიცილით იხოცებიან :D:DD:
ის მომენტი როცა სკოლაში ხარ და ძალიან გშია. .. .
ახლა კი სტატუსები ცხოვრების შესახებ
ცხოვრება კიბეაო, ამბობენ, ხან ჩახვალ, ხან ამოხვალო.
არ ვეთანხმები.
ცხოვრება ისეთი კიბეა, სადაც გამუდმებით ადიხარ, მაგრამ წნევა ხანდახან ისე ეცემა, სუნთქვაც ჭირს.
ცხოვრება წრეცაა, ყველაფერი მეორდება, მხოლოდ ადრესატები იცვლებიან. ისინი მოდიან, მიდიან… შემდეგ ბრუნდებიან, ზოგიც სამუდამოდ..
მათ ადგილს სხვა დაიკავებს. ემოციები დამშვიდდება და ძველ ჩანაწერებს ახლებად მიიჩნევ – ისევ შოკოლადის ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული ‘რე’.
ცხოვრებაში ბევრი რამ მაინც არ არის შენზე დამოკიდებული. ყველაფერი ზედმეტად რთულია: პრობლემები, პრობლემები…
მთავარია არასდროს გაჩერდე.
არ არსებობს წარსული! არც მომავალი! არსებობს მხოლოდ აწმყო. აწმყო – გამოყენებული და ვერ გამოყენებული.
ცხოვრება წამია, უნდა შეგეძლოს მისი შეგრძნება და დაფასება.
ცხოვრება მაღაზიაა, თუ ყიდვა გინდა, უნდა გადაიხადო.
ცხოვრება საქანელას გავს, რომელიც ღრუბლებამდე არასდროს აგიშვებს და არც მიწაზე დაგანარცხებს ბოლომდე. ერთს მოსდევს მეორე, მეორეს პირველი, ისევ მეორე,პირველი, მეორ..
და მაინც… მე ‘მშურს’ ისეთი ადამიანების, ვისთვისაც ცხოვრება უბრალოდ ცხოვრებაა.