მაილი საირუსმა თაყვანისმცემლები გაახარა - მომღერალმა განაცხადა, რომ შესაძლოა მისი ახალი სინგლი ნოემბერში გამოვიდეს. მაილი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის იმ წუთს, როდესაც დაბრუნდება მუსიკალურ ინდუსტრიაში.
„ვფიქრობ ახალი სინგლის რელიზი ნოემბრისთვის დავგეგმო. ყოველ ჯერზე, როდესაც გვაქვს საჭირო სიმღერა, ზუსტად ვხვდებით, რომ ის ახალი ალბომის პირველი სინგლისთვის იდეალურია. ამჟამად რამდენიმე კომპოზიციიდან ვარჩევთ ერთ-ერთს, რომელიც სინგლად გამოვა. უკვე ორი წელიწადია არაფერი ახალი არ ჩამიწერია და ძალიან მინდა ვუმღერო ადამიანებს და განსაკუთრებული გზავნილი გავუგზავნო მათ" - აცხადებს არტისტი.
აღსანიშნავია, რომ პირველად მაილის ახალი სიმღერის შესახებ ცნობილი გახდა MTV VMA 2012-ის ცერემონიალზე. მიუხედავად ალბომის სავარაუდო რელიზისა, ფირფიტის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.
წყარო:ქართული თინეიჯერული საიტი