სწორედ „Youtube-დან" დაინტერესდა მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ჯასტინით და ინტერნეტის საშუალებით ბიბერების ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იმავე წელს ჯასტინი ბრაუნთან ერთად ატლანტაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი რეპერი და პროდიუსერი აშერი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი აშერთან შეხვედრის დროს 13 წლის იყო, ვარსკვლავმა ირწმუნა მისი ნიჭი და აღფრთოვანებული დარჩა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. აშერთან ერთად ჯასტინი „Island Records-ში" მივიდა, სადაც მას მოუსმინეს და 2008 წელს პირველი ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჯასტინს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, ვისთან სურდა თანამშრომლობა, – აშერთან თუ ჯასტინ ტიმბერლეიკთან. საბოლოოდ ჯასტინმა აშერთან თანამშრომლობა არჩია და როგორც მუსიკალური ექსპერტები წერენ, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი აშშ–ის ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას „Teen Singing Sensation"-ს ანუ „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას" უწოდებდნენ.
2009 წელს ჯასტინ ბიბერმა პირველი სინგლი – „One Time" გამოუშვა, რაც უმალვე გახდა მსოფლიო დონის ჰიტი. მისი არანორმალური ფანი-გოგონები ჩხუბობდნენ კიდეც მუსიკალურ მაღაზიებში, რათა დაესწროთ ერთმანეთისთვის სინგლის შეძენა, რომელიც გამოსვლისთანავე დეფიციტური გახდა. გამოსვლიდან ორ კვირაში სინგლმა მე-12 ადგილი დაიკავა „კანადის ცხელ პოპ-ასეულში", ხოლო პირველი ალბომი, სახელწოდებით „My World", ჯასტინ ბიბერმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვა. ალბომმა მალე მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებს შორის, ხოლო კლიპებმა სიმღერებზე „One Time" და „One Less Lonelygirl", „ემტივის" ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს.
2010 წლის მარტში გამოვიდა ჯასტინ ბიბერის პირველი ალბომის სრული ვერსია – „My World 2.0". ალბომის გამოსვლას წინ უძღოდა სინგლისა და კლიპის – „Baby-ს" გამოსვლა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ააფეთქა მუსიკალური ჰიტ-აღლუმები. კლიპი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარტო „Youtube-ზე" ის 250 მილიონმა ადამიანმა ნახა, რითაც საიტის რეკორდი დაამყარა და წინა რეკორდის მფლობელი – ლედი გაგა მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი გახდა პირველი პოპ-შემსრულებელი, რომლის ერთდროულად შვიდი სიმღერა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტში – „ბილბორდ ტოპ 100-ში" მოხვდა.
ის არის ყველაზე პატარა ვარსკვლავი, რომლის შესახებ მხატვრულ ფილმს იღებენ. ფილმის რეჟისორი, ჯონ ჩუაა,რომელიც ავტორია პოპულარული ფილმების „ნაბიჯი წინ 2:ქუჩები" და „ნაბიჯი წინ 3D"-ის.ფილმის გადაღებები ჯასტინის კონცერტების დროს, კულისებში და სცენაზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ფილმი, ჯასტინის ალბომების მსგავსად, წარმატებული გახდება. სხვათა შორის, ჯასტინის ჰობი ფილმების ყურებაა და მისი უსაყვარლესი ფილმებია: „მერვე მილი" და „ეშმაკის განდევნა ემილი როუზიდან". გარდა ამისა, თავისუფალ დროს ჯასტინს უყვარს ფეხბურთის, გოლფის, ჰოკეის თამაში, სკეიტბორდით სრიალი და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა „Facebook-სა" და „Twitter-ის" დახმარებით.
გარდა მუსიკისა, ჯასტინ ბიბერის სახელი კოსმეტიკურ საშუალებებსა და სუნამოებსაც უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის მარტში გასაყიდად გამოვა ქალებისთვის განკუთვნილი სუნამო, რომლის შექმნაში ჯასტინსაც აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო იმავე წლის ზაფხულში გაიყიდება ფრჩხილების ლაკი, რომელიც ჯასტინის კომპოზიციების სახელს ატარებს.
2011 წლის 14 თებერვალს გამოდის ფილმი ჯასტინის მონაწილეობით ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს. იგი ასახავს მომღერლისს ცხოვრებას, მოღვაწეობას,ჰობის. ასევე ფილმში მაყურებელი იხილავს მისი კონცერტების ნაწყვეტებს.
ფაქტები
1)ჯასტინის გეგმა 2012 წლისთვის არის გრემის აღება
2)ის არის ყველაზე ნახვადი პიროვნება გუგლის 2011 წლის მონაცემებით
3)ის არის 2011 წლის ტოპ ტრენდი თვითერზე
4)ჯასტინს გონია,რომ ჩრდილოეთ პოლუსი კონტინენტია
5)მისთვის საჩუქარია,რომ შეუძლია გაატაროს ბევრი დრო ოჯახთან
6)მან ყველაზე საუკეთესო საჩუქარი მაშინ მიიღო როდესაც 7 წლის იყო - 2 ველოსიპედი : )
7)ინტერვიუერი:"Mac თუ PC?" ჯასტინი:"Mac"
8)მის ოჯახს საახალწლოდ ყოველთვის აქვს "ყალბი" ნაძვის ხე
9)როდესაც სელენა ეუბნება მას,რომ აიწიოს შარვალი ის იცინის
10)მას უყვარს პოპი,R&B და კლასიკური როკ მუსიკა
11)მას უნდა რომ დაქორწინდეს ვალენტიონბაზე
12)მას სურს,რომ იყოს ახალგაზრდა მამა და ყავდეს 30 შვილი
13)ჯასტინი ქრისტიანია
14)მას უყვარს სატელევიზიო შოუ "Dexter"
15)ის ფიქრობს,რომ თუ როდისმე იქნება "X-Factor"-ის მოსამართლე იქნება მკაცრი ზოგიერთ ადამიანთან : )
16)ადამიანი ვისაც ყველაზე ძალიან შეუძლია ჯასტინის რამშეი დარწმუნება დედამისია
17)არსებობს კანადური ფაქტი,რომელიც ჯასტინს ყველგან ემახსოვრება - Tim Hortons
18)ჯასტინის ბილეთები მედიოსნის მოედნის ბაღში 22 წუთში გაიყიდა
19)საყვარელი ფერი: ლურჯი
20) საყვარელი ფერი ტანსაცმელზე: იასამნისფერი
21)მას მოსწონს ვიტამინიანი წყალი
22)მისი საუკეთესო მეგობარია Ryan Butler
23)მისი საყვარელი ციფირი არის 6
24)საყვარელი შოუ: Smallville
25)საყვარელი კინო: Rocky
26)მან დრამებზე დაკვრა 2 წლის ასაკში დაიწყო
27)მისი საყვარელი სიმღერა არის "Single and Ready to Mingle"
28)ის თავისუფლად საუბრობს ფრანგულად : ))
29)სანამ ის სიმღერას დაიწყებდა,სურდა რომ გამხდარიყო ჰოკეის მოთამაშე, როგორც მისი კერპი Wayne Gretskey
30)მან თვითონ ისწავლა პიანინოზე,დრამებზე,საყვირზე დ აგიტარაზე დაკვრა : )
31)მისი ყველაზე უხერხული მომენტი: ის იყო გოგონასთან ერთად იტალიურ რესტორანში.მას ეცვა თეთრი პერანგი. მათ სპაგეტი შეუკვეთეს,რომელიც მოტანისთანავე ჯასტინმა ზედ გადაისხა : ) იმ ამბის შემდეგ ისინი აღარ წასულან...
32)რა მას მოსწონს ამ გოგონაში: კარგი ღიმილი,ლამაზი თვალები,კარგი პიროვნულობა და იუმორის გრძნობა.
33)მისი საყვარელი საგნებია მათემატიკა და ინგლისური
34)მას არ მოსწონს შოკოლადი (მაგრამ უყვარს Twix-ი
35)ჰყავს ძაღლი სახელად Sammy (Pappillion)
36) ის მომხადებას 20-30 წუთს ანდომებს : )
37)საყვარელი რომანტიკული ფილმი: A Walk To Remember(სხვა წყაროთი - The Notebook)
38)ის როდესაც პატარა იყო ლიფტში ჩარჩა : )
39)უყვარს ცისფერთავლებები
40)მისი საყვარელი გოგონების სახელებია: Alyssa, Jasmine, Caitlin, Erica, Kelly, და Samantha
41)თინეიჯერი ბიჭები ხარჯავენ $159-ს რომ მისნაირი ვარცხნილობა დაიყენონ
42)ის და კეშა ერთ დღეს არიან დაბაებულნი - 1 მარტს
43)მისმა პირველმა ალბომმა My World ,გამოსვლიდან 3 თვეში პლატინუმი აიღო!
44)ჯასტინს კვირაში Facebook-ზე საშუალოდ 207,788 ფანი ემატება
45)ჯასტინს თავისი დატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ 6 საათს ძინავს
46)როცა ჯასტინის დედა პატარა იყო მსახიობობა სურდა
47)ჯასტინს აქვს Skype
48)ჯასტინმა აღიარა,რომ ერთხელ მან hater-ის კომენტარზე იტირა : )
49)ჯასტინის პირველი თვითი იყო 2009 წლის 11 მაისს, საღამოს 8:27 წუთზე
50)ჯასტინის მშობლები განქორწინდნენ მაშინ,როდესაც ის 11 თვის იყო
51)ჯასტინი სიტყვა "Never”-ს 69-ჯერ ამბობს მის სიმღერაში 'Never Say Never'
52)ტეილორ სვიფტის You Belong With Me'-ს შემქმნელმა გადაიღო ჯასტინის 'One Less Lonely Girl'
53)ობამამ თქვა რომ მას ტავის აიფონში არ გააჩნია ჯასტინის სიმღერები
54)ჯასტინი როდესაც პატარა იყო დადიოდა კარატეზე
55)ჯასტინის პარიკმახერია Vanessa Price
56)როცა ჯასტინი კონცერტებზე წყლის ბოთლს ცლის აგდებს ფანებთან : )
57)ჯასტინს მოსწონს ინგლისური,ფრანგული და ავსტრალიური აქცენტები
58)ჯასტინის სიმღერა 'That Should Be Me' არის ქოვერი. მას ეს სიმღერა არ დაუწერია...
59)ჯასტინი სიტყვას "Smile" 36-ჯერ ამბობს მის სიმღერაში 'U Smile'
60)ჯასტინს არ მოსწონს ჯამბაზები
61)მისი საყავრელი სიმღერა ჯონასების სიმღერებიდან არის "Inseparable"
62)გასულ წელს თვითერის მომხმარებლების 83% ჯასტინის ფანი იყო.
63)ამერიკაში არის 18 ადამიანი ვისაც ჯასტინ ბიბერი ჰქვია : ))
64)ჯასტინის საყვარელი YouTube-ის ვიდეოა,ვიდეო სადაც Chuck Norris-ი ებრძვის დათვს
65)ჯასტინმა თქვა,რომ ის არასოდეს დალევს ალკოჰოლიან სასმელებს
66)ჯო ჯონასმა ერთხელ ფანს რომელსაც ეცვა მაისური წარწერით I ♥ JB უთხრა მადლობა,მაგრამ მან არ იცოდა,რომ ეს ჯასტინს გულისხმობდა
67)ერთხელ გავრცელდა, რომ ჯასტინი მკვდარი იყო, მან თავი მოიკლა 31 ივლისს.
68)ჯასტინს უყვარს ბანანი და ყურძენი
69)ჯასტინი 7 წლიდან რაიანის საუკეთესო მეგობარია
70)The Today Show იყო პირველი ადგილი სადაც ჯასტინმა 'Never Say Never' ლაივშჳ შეასრულა
71)ჯასტინმა თავისი მოცეკვავეები YouTube-ში იპოვა
72)ჯასტინი დადის ეკლესიაში და არის ქრისტიანი.
73)ინტერვიუერი: "რა უნდა გქნა,რომ გქონდეს Bieber Fever?" ჯასტინი:"უნდა შემხვდე მე" : )
74)ჯასტინს მოსწონს თავისზე პატარა გოგონებთან ერთად ყოფნა,რადგან ის ფიქრობს,რომ მას შეუძლია მათი დაცვა.
75)როცა ჯასტინი Jazzy-ს ნახულობს ამბობს" სად არის ყველაზე ლამაზი გოგო მთელ მსოფლიოში?"
76)ჯასტინს ჰკიტხეს:"ბიონსე თუ სელენა?" მან კი უპასუხა: "ჩემი ბილიბერები" :
.. 2009 წლის სექტემბერი იყო .. , ჩემ სოციალურ ქსელებში მომწყინდა ყოფნა,არც ფილმის ყურება მინდოდა,მინდოდა რაღაც ახალი,არვიცი რატომ მაგრამ youtub-ში ვიყავი შესული .. მახსოვს ბავშვთა ევროვიზიის ვიდეოებს ვუყურებდი ..როცა ვიდეოების გვერდზე ვნახე იდო ვიდეო სადაც ეწერა justin bieber-where are u now ..რატომღაც დამაინტერესა და დავაჭირე .
მაგწამს რავიგრძენი ვერაგიღწერთ,მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა .. ისე მომეწონა მისი ხმა,სიმღერა .. თან ის ისეთი საყვარელი იყო .. შემდეგ გადავწყვიტე სხვა ვიდეოები მენახა .. ამ დროს ქეითლინის და ჯასტინის ფოტოებით გაკეთებული ვიდეოები გამიხსნა .. არვიცი რატომ მაგრამ ამ გოგოზე ძალიან ვიეჭვიანე .. ჩემ თავზე გავიცინე..
თავიდან არვიცი რატომ ვიფიქრე მაგრამ გავიფიქრე რომ ერთი ჩვეულებრივი თავში ავარდნილი ბიჭი იქნება თქო,მაგრამ იმდენად მოხიბლული ვიყავი მისით მაინც გადავწყვიტე გამეგრძელებინა მისი ვიდეოების ყურება .. მისით აღფრთოვანებული ვიყავი .. იმწამსვე fb-ში შევედი და ძებნაშ ჩავწერე Justin Bieber ამდროს ძალიან ბევრი ჯასტინ ბიებერი ამომიგდო .. მე არვიცოდი ამდენად პოპულარული თუ იყო,იმ დღეს მხოლოდ ვიდეოებს ვუყურებდი,ვიწერდი ვიდეოებს და ვცდილობდი რომ მასზე მეტი ინფორმაცია გამეგო,თავიდან ჩემზე უმცროსი მეგონა .. მაგრამ როცა ვნახე რომ 1994-იანი იყო ძალიან გამიხარდა ... გავიდა თვეები .. მახსოვს დეკემბერი იყო .. და უკვე მისით ვიყავი შეპყრობილი სკოლაში ენას არვაჩერებდი .. მობილურში გადავიტანე მისი სიმღერები და ფოტოები .. ჩემ დაქალებს ვანახე .. სულ მასზე ვლაპარაკობდი . . . ამ დროს გამოვიდა მისი კლიპი one time - თავიდან დიდად არმომეწონა მაგრამ შემდეგ .. ძალიან შემიყვარდა .. მახსოვს lyrics-ს ვრთავდი ხოლმე და ვერასოდეს ვერ ვყვებოდი რაც ძალიან მაბრაზებდა .. მაგრამ ფარხმალს არასოდეს არვყრიდი და ვამბობდი რომ მე ეს ოდესმე გამომივა დღეს შეიძლება სასაცილოა მაგრამ მაშინ მართლა ძალიან მიჭირდა .. ვიდეოს გამოსვლის შემდეგ ვხედავდი რომ მას ნელ ნელა „ფანები" მრავლდებოდნენ მე არც კი ვიცოდი მას ფანები თუ ყავდა .. მაგრამ ადრე ეს ძალიან მომწონდა როგორ იღებდნენ fun ვიდეოებს .. ვცდილობდი მეც მიმებაძა .. მეგობრებთან ერთად ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს .. და წარმოვიდგენდი რომ მეც მანდ ვიყავი .. შემდეგ მომინდა რომ საქართველოშიც ცოდნოდათ მის შესახებ ამიტომ დავიწყე ადნაკლასნიკებში მომეძებნა ვინმე ისეთი ვინც იცოდა ჯასტინის შესახებ მაგრამ უშედეგოდ ..
მე ყველგან nini bieber -ესე მეწერა ხოლმე ადნაკლასნიკებშიც ეგრე ვიყავი .. როცა გამოჩნდა ერთი გოგო რომელსაც ჯასტინის ფოტო ეყენა,ამან ძალიან გამახარა მე იმწამსვე მივწერე .. ისიც ჩემნაირად იყო .. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საქართველოში ყველა ფანი გავერთიანებულიყავით,მაშინ ჩემ თავს ნამდვილად ფანად ვგრძნობდი ..ნელ ნელა გვემატებოდა ხალხი .. შემდეგ მე სკაიპში ერთი ჩათი შევქმენი .. სადაც დღითიდღე ვიზრდებოდით .. მანდ ყველამ კარგად გავიცანით ერთმანეთი .. ეხლაც რომ კითხო ძველ ჯასტინის ფანს .. ძალიან ბევრ სახალისო და კარგ ისტორიებს მოგიყვებათ .. თითქოს პატარა ისტორიად დარჩა „ძველი ჩეთელები" .. დღეს აქედან ბევრი ჰეითერია .. მაგრამ ადრე .. ყველას ძალიან გვიყვარდა და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის რომ კონტაკტი დაგვემყარებინა მასთან .
ჯასტინი საქართველოშიც პოპულარული გახდა .. მას უკვე ყველა იცნობდა .. ის უკვე დიდი პოპ ვარსკვლავი იყო .. რომელმაც მსოფლიო დაიყრო მაგრამ დამერწმუნეთ ჩემთის ისევ ის ბიჭი იყო რომელშიც ის დავინახე რაც სხვა ბიჭებში ვერ დავინახე ... ამ დროს გავაცნოიერე რომ „ფანობა" ჩემში გაღიზიანებას იწვევდა .. გადავწყვიტე რომ ყველა ფანი ამომეშალა და ეგრეც ვქნენი .. მართალია მენატრებოდა მათთან ლაპარაკი და ა.შ
მაგრამ ესე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს .. ცოტა ხნის შემდეგ .. ჩემი მეგობრებიდან მოდიოდა ერთდაიგივე ფრაზები
„რაგჭრს?არასდროს არგცალია""ნინი იცი როგორ შეიცვალე,ვეღარ გცნობთ?""სულ როგორ შეიძლება ამ ბიჭზე ლაპარაკი?""ეს სიყვარული არარის,შენ მას ვერასოდეს ნახავ" ... ბოლოს ჩემმა ორმა საუკეთესო დაქალმა სკაპში ესეთი წერილი მომწორეს
„აირჩიე ან ჩვენ ან ჯასტინ ბიბერი.. ჩვენ აღარ გვინდა შენთან დაქალობა და დამბლოკეს მაშინ ვერაგიღწერთ რას ვგრძნობდი ..
უკვე ყველა მეუბნებოდა რომ უნდა დამევიწყებინა,რეალურ სამყაროში დავრუნებულიყავი მაგრამ არავის საერთოდ არავის არესმოდა ჩემი .. მეც დავნებდი .. ყველაზე საშინელი ნაბიჯი გადავდგი და გადავწყვიტე დამევიწყებინა .. პირველრიგში მისი ყველა ვიდეო წავშალე მაგრამ ის ალბომი სადაც მის ფოტოებს ამდენი ხნის განმალობაში ვინახავდი დავტოვე,უბრალოდ შემეცოდა ამ ფოტოების წაშლა .. მისი ყველა სიმღერა რასაც დიდი ხნის განმალობაში ვაგროვებდი სხვადასხვა ვიდეოებიდან წავშალე .. შემდეგ ჩემმა მეგობრებმა ჩემთვის ხელი „რო შეეწყოთ" გამაცნეს ერთი ბიჭი, ცდილობდნენ რომ დასავიწყებლად ამ ბიჭთან კარგი ურთიერთობა მქონოდა .. აჰჰ მეც ავყევი მათ თამაშს და მართლაც ძალიან ახლო ურთიერთობა დავამყარე მასთან .. მაგრამ თუ სიმართლე გაინტერესებთ ჯასტინი1 წუთითაც არდამვიწყებია .. ამდროისთვის ტელევიზორში ჯასტინის ახალი ვიდეო გავიდა never let you go ამ სიმღერის მერე მივხვდი რომ ის ძალიან ძალიან ძალიან მიყვარდა .. და რაც მინდოდა სწორედ ის გავაკეთე .. ბავშვებთან არავისთან არვამბობდი ჩემს გრძნობებზე,ჩემი პატარა სამყარო შევიქმენი ჩემთვის სადაც მე და ჯასტინი ვიყავით .. და დღემდე .. მანდ ვარ .. უბრალოდ რაღაცეები შეიცვალა .. ის დღეს იმაზე უფრო მეტად მიყვარს ვიდრე გულს შეუძლია დაიტიოს,დღეს ის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია.. ჩემი ბიჭია.. რომელიც ცხოვრებას მილამაზებს,აზრს აძლევს და ღიმილის მიზეზს მაძლევს .. რომ იცოდეთ გულში რამდენი საყვარელი სიტყვები მაქ ჯასტინისთვის .. რაც ყველაზე მეტად მახარებს ის არის რომ მე მართლა არვყრი ფარხმას და გულში მაქვს იმ იმედის ნაპერწკალი რომ ოდესმე მე მას შევხვდები.. არვიცი ეს როდის იქნება .. სად იქნება ან როგორ მაგრამ უბრალოდ ვიცი .. ამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხვდები .. ერთხელ მოვედი ამ ცხოვრებაში და არვაპირებ დანებებას !! შეიძლება გავთხოვდე მეყოლოს შვილები,შვილიშვილები მაგრამ გულში ჯასტინი სამუდამოდ დარჩება !! ჩემთან ერთად ..
მინდა ასევე მართლა გულით ვუთხრა ჩემ საყვარელ მეგობრებს რომ მართლა ძალიან მიყვარხართ!<3
დავამთავრებ ეხლა თორე ვგრძნობ რომ უკვე რაღაც სისულეელეებს ვწერ : P ხოკიდე ჯასტინს თუნახავთ რომელიმე თქვენთაგანი ამცხოვრებაში გთხოოოოვთ უთხარიით რა ჩემზეც pleeasee :** მადლობთ წინასწარ :*:* არასოდეს ვთქვათ არასოდეს .. ხო იცით ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება : )) მეთუარა ყველას გისურვებთ თქვენი ოცნებების ასრულებას ..