Belieber-ი ვარ და სულაც არ მომწონს როდესაც ჯასტინს ლანძღავენ თანაც უმიზეზოდ.. ეძახიან გეის ეს ამაზრზენია როგორ მოგეწონებათ რომ მე რომელიმე თქვენი საყვარელი ვარსკვლავი გავლანძღო მგონი არცერთს არ მოგეწონება და არ გესიამოვნებათ ეს არა? ჯასტინი დაიბადა 1994 წლის 1 მარტს , სამშაბათს. ის არის ჩვეულებრივი ბიჭი სტრათფორდიდან. დაბადებიდანვე მას სიმღერის ნიჭი ჰყვა. ეს არ არის სიძულვილის მიზეზი. მან მისი შესაძლებლობები მსოფლიოს გაუზიარა. მან თავად ისწავლა გიტარაზე, საყვირსა და პიანინოზე დაკვრა. ეს არ არის სიძულვილის მიზეზი. მისი ოცნება, სანამ აშერს შეხვდებოდა, მხოლოდ იქს-ბოქსის ყიდვასა და დისნეილენდის ნახვით შემოიფარგლებოდა. ეს არ არის სიძულვილის მიზეზი. ის Youtube-ის წყალობით აღმოაჩინეს, მას გაუმართლა, მაგრამ ყველაფერს რასაც, მიაღწია მისი დამსახურებაა. ეს არ არის სიძულვილის მიზეზი. ის არის ცისფერი? ის რომ მას ცისფერი უწოდო, შენ მეტ მამაკაცობას არ შეგძენს. ცისფერი რომ უწოდო ეს სიძულვილის მიზეზია? არა! ის არ არის ნიჭიერი? რომ არ იყოს, დღეს მისი სახელი არავის ეცოდინებოდა და ის უბრალოდ კანადელი ბიჭი იქნებოდა, რომელსაც სიმღერის ნიჭი ექნებოდა. მისი ხმა გოგოს ხმასავით ჟღერს? მაშ ასე, მისმა ხმამ რადიკალური დეფორმაცია განიცადა. და ისე ცნობისთვის, თინეიჯერი ბიჭების ხმა როდის იქეთ ჰგავს ზრდასრული ადამიანის ხმას? თქვენ ამბობთ რომ ის გოგოა? ჰაჰა, დროა გაიზარდოთ, ხალხნო. ეს უბრალოდ მორიგი შეუსაბამო მიზეზია თქვენ უბრალოდ უკეთესის მოფიქრება არ შეგიძლიათ..)) თქვენ არ მოგწონთ მისი სიმღერები? უკაცრავად და საერთოდ მონასმენი გაქვთ მისი სიმღერები? დაასახელეთ თუნდაც 2 სიმღერა არ იცით და 1 სიმღერით მისი შემოქმედების განსჯა ცოტაა რ იყოს სასაცილოა!!
შეიძლება ახლა ვერ აცნობიერებთ რას აკეთებთ მაგრამ გავა დრო და თქვენს საქციელზე გული დაგწყდებათ .. შეგრცხვებათ .. ინანებთ..!!
|