– ვამპირების გჯერავს?
– არა... შენ?
-ჰო...
– ალბათ ხუმრობ...
– ალბათ...
...ორი სილუეტი სიბნელის გარღვევას ცდილობდა და უცნაურ თემებზე საუბრობდა...
– უკვე გვიანაა...
– ჰო...
– სახლში არ გაგიბრაზდებიან?
– ვინ?
– ოჯახი...
– არ მყავს...- მოულოდნელმა პასუხმა ბიჭი შოკში ჩააგდო.
– მარტო ცხოვრობ?
– ჰო... და არც მეგობრები მყავს...
– რატომ?
– უბრალოდ...
....
15 წუთით ადრე.
ბინდდებოდა. თოვდა. გოგო იჯდა მოკლე მკლავიანი მაისურით და ცაში იყურებოდა... "ლამაზია" ფიქრობდა ის... ბაღის სკამსაც ათოვდა... გოგოსაც... ყველაფერს... შავი გრძელი თმები სულ გადაუთეთრდა...
გზის მეორეს ორნი იდგნენ. გოგომ სახეში მთელი ძალით გაარტყა დფა გაიქცა. ბიჭი არ გაჰყვა. გზა გააგრძელა. დაინახა ბაღის სკამზე თებერვლის ცამეტს, ვიღაც გოგონა. ლამაზი. თითქმის შიშველი. შეეცოდა. მიუახლოვდა. გოგომ შეხედა. მერე ისევ ცას ახედა.
– ზამთარია..._უთხრა ბიჭმა.
– ჰო... და თოვს...
– და ცივა...
– მე არ მცივა...
– რატომ, შეყვარებული ხარ?
– არა უბრალოდ... არ მცივა
– უცნაური გოგო ხარ.
– ჰო...
ბიჭმა მხარზე ხელი დაადო. გაყინული იყო.
– მგონი გცივა.
– არა...
– კარგი, მაგრამ მაინც უნდა ჩაიცვა-თან ქურთუკის გახდა დაიწყო და გოგოს ჩააცვა.
– შეგცივდება...
– არაუშავს, მე კაცი ვარ...
– კაცებს არ ცივათ?-და გოგოს გაეღიმა.
– ხანდახან...
– თუ შენ შეყვარებული ხარ და არ გცივა...
– არ ვიცი... ალბათ...
– რატომ არ გაჰყევი...
– დავიღალე...
– სიყვარულით?
– დევნით...
– ჰო.. დევნა დამღლელია... გაქცევაც...
– თუ წასვლა უნდა, უნდა გავუშვა...
– ყველას უშვებენ ვისაც უნდა რომ წავიდეს?
– არ ვიცი, ალბათ არა...
– ალბათ...
...
– აქ დიდი ხანია ხარ?
– სად?
– სკამზე...
– რაც მოთოვა, მას შემდეგ აქ ვარ..
– უკვე 2 დღეა თოვს...
– მართლა? რა მალე გადის დრო...
– ჰო... და ჩვენ ვბერდებით...
– ჰო. ადამიანები ბერდებიან...
– თუ 2 დღე აქ ზიხარ არ მოგბეზრდა? ხომ არ ჯობია გავისეირნოთ?
– კარგი...
უფრო ბნელდებოდა. დაიწყეს ვამპირებზე, ღამურებზე და სხვ. საუბარი. დაგვიანდა.
– გაგაცილებ სახლში...
– კარგი...
მივიდნენ.
– შემოხვალ?
– რატო?
– გცივა...
– კარგი...
....
– აქ ცხოვრობ?
– ეგრე გამოდის.
– ნამდვილი სასახლეა.
– მართლა? არასოდეს შემიმჩნევია.
– თუ გინდა შენც იცხოვრე. ოთახები ბევრია.
– ხუმრობ?
– რატომ?
– არ ვიცი, უცნაური გოგო ხარ...
– არ ვარ გოგო.
– აბა ბიჭი ხარ? - ბიჭს გაეღიმე.
– ვამპირი.
– ვამპირი? კარგად ხუმრობ...
– არ ვხუმრობ...
– კარგი...
– გშია?
– რას შემომთავაზებ, სისხლს?
– ნუ ხუმრობ...
– კარგი.
ბიჭი სავარძელში ჩაჯდა. და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს უყურებდა.
– იმიტომ არ გციოდა?
– რატომ?
– ვამპირი რომ ხარ...
– ალბათ...
– წესით ახლა უნდა მეშინოდეს არა?
– არ გეშინია?
– არა...
გოგონა მიუახლოვდა. მისი თვალები ახლა სხვა ფერის იყო... მაგრამ უფრო ლამაზი. და ეშვებიც ჰქონდა.
– არც ახლა?
– არა...
გოგო მიუახლოვდა და კბილები კისერში ჩაასო. სისხლმა იფეთქა.
– ახლა?
– ხომ გითხარი არ მეშინია... თუ გინდა დალიე...
– იტყუები!
– არა!
– შენი გულისცემა მესმის...
– მერე?
– ჩვეულებრივზე სწრაფია...
– ალბათ იმიტომ რომ შენ ხარ ახლოს?
გოგო გაჩერდა. ეშვები გაქრა. თვალებსაც ძველი ფერი მიეცათ. სახვევი მოიტანა და ბიჭს ყელი შეუხვია.
– რატომ არ შეგეშინდა?
– ხომ გითხარი დავიღალე მეთქი.
– გინდა მოკვდე?
– არა...
– აბა?
– სულ ერთია...
– რატომ?
– უბრალოდ დავიღალე...
– მოგწონვარ?
– არა...
– კარგი...
– ლამაზი ხარ...
– ხო მაგრამ მერე რა?
– ერთი ნახვით შეყვარების გჯერავს?
– არა...
– არც მე ვამპირების არსებობის...
– პირველი ხარ ვინც გაიგო რომ ვამპირი ვარ და არ ეცადა გაქცევას...
– რა გქვია?
– ელი...
– ელი მიყვარხარ...
– არა... შენ ის გოგო გიყვარს და შურის ძიება გინდა რომ წავიდა...
– არა! ერთი ნახვით შემიყვარდი...
– ასაკით უფროსებს ანიჭებ უპირატესობას?
– არასოდეს მყოლია უფროსი...
– მე არავინ მყოლია...
– რამდენი წლის ხარ?
– 107...
– მაგარია...
– მოსაბეზრებელია...
– ჰო ისევე როგორც დევნა...
– და გაქცევაც...
– ვის გაურბიხარ?
– მონადირეს...
– სხვა ვამპირებსაც იცნობ? როგორ დაიიბადე?
– 17 წლის ვიყავი მგლებმა დამგლიჯეს... თოვდა... და როცა გავიღვიძე მივხვდი რომ სხვანაირი ვიყავი არ ვიცი რა მოხდა... მას შემდეგ დამზდევენ...
– მაქციე ვამპირად...
– მოსაბეზრებელია...
– მარტოობა არა?
– მონადირემ რომ დაგიჭიროს...
– ორნი ვიქნებით... ვერ დაგვიჭერს...
– კარგი...
....
გავიდა წლები. გარბოდნენ ორნი.
– ნუ გეშინია ვერ დაგვიჭერს.
– დავიღალე.
– ელი მიყვარხარ...
– მეც..._ელი დაეცა..
– გშია...
– გაიქეცი, დაგიჭერს...
– ვერ დაგვიჭერს! -ბიჭმა გოგო ხელში აიყვანა და გაიქცა.
სადღაც ჩაიმალნენ. იპოვეს. უკვე თენდებოდა.
– ჩამეხუტე.
– მზე ამოდის.
– გაიქეცი.
– მოვიდა.
– მაპატიე, რომ ვამპირი ხარ...
– მე ბედნიერი ვარ.
– მეც...
ელის გულში ვერცხლის ტყვია მოხვდა. ბიჭსაც. მონადირე წავიდა. გათენდა. მზე ამოვიდა. დაიწვნენ. გაქრნენ. ელი აღარ იყო. არც მისი სიყვარული. და დაღლილობაც გაქრა.
ავტორი: მარი ძინძიბაძე :) (Mariami)
P.s შეიძლება პატრააა და უბრალო მაგრამ ჩემთვის ძალიან აზრიანი <3