ეშლი ტისდეილი დაიბადა 1985 წლის 2 ივლისს, ნიუ-ჯერსში. დედის მხრივ ეშლი ებრაელია და თავის თავს ებრაელს უწოდებს. სამი წლის ასაკში ტისდეილის ნიჭი აღმოაჩინა აგენტმა, რომელიც დღემდეა მისი წარმომადგენელი. რამდენიმე სინჯის შემდეგ, მან ითამაშა 100–ზე მეტ ნაციონალურ სარეკლამო რგოლში. გარკვეულ დროში, როდესაც მას უკვე ჰქონდა პატარა გამოცდილება რეკლამებიდან, მსახიობმა მონაწილეობა დაიწყო უფრო მასშტაბურ პროექტებში: საოჯახო კომედიებში და სერიალებში. 12 წლის ასაკში ტისდეილმა იმღერა პრეზიდენტ ბილ კლინტონისთვის თეთრ სახლში.
ეშლი ტისდეილს მრავალი ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული საკმაოდ ცნობილ სერიალებში: „ბევერლი–ჰილზ 90210", „მოჯადოებულები", „ძლიერი წამალი", „ისევ და ისევ" და სხვ. მისი პირველი ალბომი „Headstrong" 2007 წელს გამოვიდა და ბილბორტის ტოპ 200 სიაში შევიდა მე–5 ნომრით. ტისდეილი შევიდა ჟურნალი პიპლ-ის კატეგორიაში „ადამიანები 25", ჟურნალი Bor სიაში „ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები" და ყოველწლიურ იმედმომცემ სიაში „Must List" პოპულარული ჟურნალის Entertainment Weekly კატეგორიაში „მუსიკალური იმედები".
ეშლიმ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ორი მოტეხილობის გამო, რადგან მას სუნთქვა უჭირდა.
ტისდეილის მუსიკა პოპზეა დაფუძნებული, რომელიც შეიცავს პოპ-როკს. სხვებთან თანაავტორობით დაწერილი აქვს რამდენიმე სიმღერა. მუსიკალური მიდრეკილება გააჩნია კელი კლარკსონის,The Used-ს, Boys Like Girls-ს, მაიკლ ჯეკსონის, My Chemical Romance-ს, Lady Gaga-ს, Fergie-ს მიმართ.
ამჟამად – მომღერლის კარიერაში წარმატებების მიუხედავად, – ტისდეილისთვის კინო პირველ და საყვარელ ადგილს იკავებს ცხოვრებაში. 2008 წელს ეშლიმ მონაწილეობა მიიღო სურათში „მაგარი მიუზიკლი: გამოსაშვები საღამო" (2008). შემდეგ ითამაშა ფილმში „უცხოპლანეტელები სხვენზე" (2009).
P.s Es Siaxle Metviton Gadaviyvane Ferebshi Da Imedia Ar momklavt Radgan Sul ert fershi iyo!!
|