http://www.picz.ge/img/s4/1306/18/c/c420310ef0ac.jpg
თავარი ჩემი პროფილირეგისტრაცია გამოსვლაშესვლა

საიტის მენიუ

მინი-ჩათი <3

Calendar
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

Newland

Block title


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი


Block title
მოგწონთ ჩვენი დიზაინი?
1. აიი ძაან მაგარია!
2. არ მომწონს :(
3. საახალწლოდ ესეთი არავის უყენია!
4. ისე რა!
5. არაუშავს!
Total of answers: 12

Block title
NewLand Princess (1)

კომენტარები: 20 ნანახია: 813
NewLand Awards ♥

კომენტარები: 16 ნანახია: 846
FIGHT ??

კომენტარები: 15 ნანახია: 803
წესები

კომენტარები: 11 ნანახია: 895
Exclusive!

კომენტარები: 10 ნანახია: 789
თხოვნები საიტზე!

კომენტარები: 10 ნანახია: 873
ყველა სრულიადში :)))

კომენტარები: 9 ნანახია: 700
NewLand <3

კომენტარები: 9 ნანახია: 684
can selena sing ?

კომენტარები: 8 ნანახია: 676

Block title

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » ვამპირის დღიურები
4:41 PM
ვამპირის დღიურები
ეს არის წიგნი "ვამპირის დღიურები"
და გადვწყვიტე ამ საიტზეე დავდოო თავებად . (ჩემი დაწერილი არაა)

4 სექტემბერი
  ძვირფასო დღიურო,
  დღეს რაღაც საშინელება მოხდება.
  არ ვიცი ეს რატომ დავწერე. ნამდვილი სიგიჟეა. მიზეზი არ მაქვს რომ ნაღვლიანი ვიყო და მაქვს ყველაფერი ბედნიერებისთვის, მაგრამ...
  მაგრამ ეხლა დილის 5:30 საათია, მე კი მღვიძავს და მეშინია. ისევ და ისევ ვუმეორებ საკუთარ თავს რომ ეს არეულობა ჩემ გონებაში საფრანგეთსა და აქაურობას შორის განსხვავებამ გამოიწვია. მაგრამ ვერ ვხსნი რატომ მეშინია ასე ძალიან. რატომ ვგრძნობ თავს ასე დაკარგულად. 
  გუშინწინ, როცა დეიდა ჯუდიტი, მარგარეტი და მე აეროპორტიდან მოვდიოდით, უცნაური გრძნობა დამეუფლა. ჩვენს ქუჩაზე რომ შემოვუხვიეთ უცებ გავიფიქრე: "დედა და მამა სახლში გველოდებიან. ნიძლავს დავდებ ან პარმაღზე მიცდიან ან მისაღების ფანჯრიდან იყურებიან. ალბათ როგორ მოვენატრე.”
 
  ვიცი. მართლა არანორმალურად ჟღერს.
  მაგრამ ეს გრძნობა მას შემდეგაც კი არ მომცილდა როცა სახლს მივუახლოვდით და ჩემი თვალით დავინახე ცარიელი პარმაღი. კიბეები ავირბინე და კარებზე დავაკაკუნე. დეიდა ჯუდიტმა კარი რომ გააღო შიგნით შევვარდი და დერეფანში დავიწყე ცდა როდის გავიგონებდი როგორ ჩამორბოდა დედა კიბეებზე ან როგორ მეძახდა მამა კაბინეტიდან. 
  სწორედ ამ დროს დეიდა ჯუდიტმა ჩემოდანი დაახეთქა იატაკზე ჩემს ზურგს უკან, ხმამაღლა ამოიოხრა და თქვა: "მოვედით.”  მარგარეტს გაეცინა. და მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საზარელი შეგრძნება დამეუფლა. არასდროს მიგრძვნია თავი ასე სრულიად დაკარგულად. 
  სახლი. მე სახლში მოვედი. საინტერესოა რატომ ჟღერს ეს სიტყვები ამოოხვრასავით? 
  მე აქ დავიბადე ფელს ჩარჩში და ყოველთვის ამ სახლში ვცხოვრობდი, ყოველთვის. ეს ისევ ჩემი ძველი საძინებელი ოთახია, შეტრუსული შპალერით სადაც მე და კაროლინა ვცდილობდით სიგარეტის დამალვას და კინაღამ ამოვიხუთეთ. მაშინ მე-5 კლასში ვიყავით. ფანჯრიდან თუ გავიხედავ დიდი კომშის ხეს დავინახავ. ამ ხეზე ორი წლის წინ მეტი და სხვა ბიჭები ამოძვრნენ რომ ჩემთვის დაბადების დღის პიჟამა ფართი ჩაეშალათ. ეს ჩემი საწოლია, ჩემი სკამი, ჩემი ტუალეტის მაგიდა. 
  მაგრამ ახლა ყველაფერი უცნაური მეჩვენება, თითქოს აქ არაფერია ჩემეული. ეს მე არ ვეკუთვნი აქაურობას. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვიცი აქვეა ადგილი რომელსაც მართლა ვეკუთვნი და ნამდვილად ჩემეულია, ოღონდ ვერ ვპოულობ. 
  გუშინ ისე გადავიღალე ორიენტაციის ძებნის თავი არ მქონდა.

  მერედიტმა შემიდგინა გაკვეთილების ცხრილი, მაგრამ მასთან ტელეფონით საუბრის ხასიათზე არ ვიყავი. ვინც დარეკა დეიდა ჯუდიტმა ყველას უთხრა, რომ თავბრუსხვევა მაწუხებდა და მეძინა, მაგრამ თვითონ სადილობისას რატომღაც სასაცილო გამომეტყველებით მათვალიერებდა. 
  თუმცა დღეს მაინც ვერ ავცდები ბევრი ხალხის ნახვას. მათი ნახვა სკოლის ავტოსადგომზეც მომიწევს. ნუთუ ამიტომ ვარ შეშინებული? ნუთუ მათი მეშინია?
  
  ელენა გილბერტმა წერა შეწყვიტა. მის მიერ დაწერილ ბოლო ხაზს გადაავლო თვალი და თავი გააქნია. კალამი ლურჯი ფერის ხავერდისყდიანი პატარა წიგნის თავზე დალივლივებდა. უცებ მან თავი აწია და კალამი და წიგნი ფანჯრისკენ მოისროლა. ორივე უვნებლად დაეცა ფანჯრის რაფაზე. 
  ყველაფერი ეს ძალიან სასაცილო იყო.
  როდის აქეთ არის მას, ელენა გილბერტს, ხალხთან შეხვედრის ეშინია? როდის აქეთ არის მას საერთოდ რაიმესი ეშინია? ის წამოდგა და გაბრაზებულმა გაუყარა მკლავები აბრეშუმის კიმონოში. არც ჩაუხედია ალუბლის ხისგან დამზადებულ ტუალეტის მაგიდაზე დადგმულ მომხიბლველ ვიქტორიანულ სარკეში, ისედაც იცოდა რასაც დაინახავდა. ელენა გილბერტს, ლამაზ, ქერა, გამხდარ, მოდააყოლილ გოგოს, რომელზეც ყველა ბიჭი შეყვარებული იყო და ვისიც ყველა გოგოს შურდა. ვისაც ამჯერად უჩვეულოდ მოღუშვოდა სახე.
  ცხელი აბაზანა და ყავა მჭირდება და დავმშვიდდები, გაიფიქრა მან. დილის ბანაობისა და გამოწყობის რიტუალი დამამშვიდებელი იყო, ამიტომ ხალისიანად არჩევდა პარიზში ნაყიდი რომელი სამოსი ჩაეცვა. საბოლოოდ ღია ვარდისფერი მაისური და ყვითელი ტილოს შორტები შეარჩია. ეს ტანსაცმელი მას ჟოლოს ნაყინს ამსგავსებდა. სიამოვნებით მივირთმევდი, გაიფიქრა მან და სარკეში გამოჩნდა გოგონა იდუმალი ღიმილით. მისი უწინდელი შიშები თვალსა და ხელშუა გაქრა, დავიწყებას მიეცა.
"ელენა! სად ხარ? სკოლაში დაგაგვიანდება!” სუსტი ხმა მოისმა ქვემოდან.
  ელენამ კიდევ ერთხელ ჩამოისვა სავარცხელი აბრეშუმივით სრიალა თმაზე და მუქი ვარდისფერი რეზინით შეიკრა. შემდეგ ზურგჩანთას დაავლო ხელი და კიბეები ჩაიარა.
 
  სამზარეულოში 4 წლის მარგარეტი ბურღულეულს მიირთმევდა, დეიდა ჯუდიტი კი ღუმელში წვავდა რაღაცას. დეიდა ჯუდიტი იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა ვინც ყოველთვის აღელვებულნი არიან რაიმეს გამო; მის გამხდარ, მაგრამ რბილ სახეს უკან უწესრიგოდ დამაგრებული გაწეწილი თმა ამშვენებდა. ელენამ ტუჩები მიუშვირა მის ღაწვს.
"დილა მშვიდობისა ყველას. მაპატიე, საუზმეზე ვერ დავრჩები.”
"მაგრამ, ელენა, უჭმელი ვერ წახვალ. პროტეინები გჭირდება...”
"სკოლაში მისვლამდე ფუნთუშას ვიყიდი.” სწრაფად უპასუხა ელენამ. მან თავზე აკოცა მარგარეტს და წასასვლელად შებრუნდა.
"მაგრამ, ელენა...”
"სკოლის შემდეგ ალბათ ბონისთან ან მერედიტთან წავალ, ასე რომ სადილზე ნუ დამელოდებით. კარგად!” 
"ელენა...”


კატეგორია: BooK ♥ | ნანახია: 718 | დაამატა: SoFo
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Block title

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

შესვლა

Top users
♡aannniii-DirecTioneR♡
სიახლები: 119
კომენტარები: 189
სქესი: ქალი
ninibelieber
სიახლები: 76
კომენტარები: 177
სქესი: ქალი
Katerine♥
სიახლები: 69
კომენტარები: 217
სქესი: ქალი
PrettyBoySwag
სიახლები: 65
კომენტარები: 30
სქესი: ქალი
Anii_Cyrus
სიახლები: 64
კომენტარები: 14
სქესი: ქალი

თამაში

გამოკითხვა2
Who Is The Best?
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
Total of answers: 9

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:31 PM 
თქვენი IP: 3.145.89.60
თარიღი: 2024-05-20 
ბრაუზერი:  
ბრაუზერის ნომერი:
\

Copyright MyCorp © 2024
Make a free website with uCoz